„როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ კარგად ვნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული, გადათხრილი საყდრისი და სრულიად საქართველო. მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე. არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი სამების ტაძრის მოხატვას სრულად დააფინანსებს. მანამდე, 30 მარტს, ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს უთხრა, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას სულ მცირე მილიონით დააფინანსებს.
მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამავე დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.